Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე ჭონქაძის შესახებ: თუ მას არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის ადამიანები, ეს მისი ნებაა

17 ნოემბერი, 2017 16:34

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თბილისის მერის უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე წარდგენილ კანდიდატ ნუგზარ ჭონქაძეზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ჭონქაძეს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის ადამიანები, ეს მისი ნებაა. კალაძე აღნიშნავს, რომ ჭონქაძე არის პროფესიონალი ადამიანი, სუფთა წარსულით. 

„გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები ნუგზართან დაკავშირებით. ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია, სუფთა წარსულით. არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი, წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში. შესაბამისად, პორფესიანალია იმ მიმართულებით, რა  სამსახურიც ჩავაბარეთ და დარწმუნებული ვარ, ის მას თავს გაართმევს. 

თუ მას არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის ადამიანები, ეს მისი ნებაა. დღეს საქართველოში ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, პირადად მე  ვეწინააღმდეგები ადამიანების ჩაგვრას, არასწორ მოპყრობას, თუმცა ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავისი მოსაზრებები გამოთქვან“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე კახა კალაძის მიერ წარდგენილმა ნუგზარ ჭონქაძემ  „რუსთავი 2-თან“ დაადასტურა, რომ ის სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებს ავრცელებდა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^