Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე: რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს

18 ნოემბერი, 2017 15:18

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეპრესიული პოლიტიკა ქვეყნისთვის კარგი და წარამტებული არ აღმოჩნდა და ის მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს. 

„ ჩემი პოზიციაა ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული არ აღმოჩენილა. ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს. ეს ერთი მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და მეორე მხრივ, მათ მიმართ სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ დაგვჭირდება ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა იმისთვის, რომ ყველა ტექნიკური დეტალი განვიხილოთ და პოზიციები დავაახლოვოთ“, - განუცხადა  თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^