Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2017 21:45

საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ საქართველოს საელჩო უკრაინაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოში ამბობენ, რომ უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, ისინი ცდილობენ კავშირის დამყარებას როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.

საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში განცხადებაში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^