Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია საკრებულოდან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს

20 ნოემბერი, 2017 11:58

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს და ახალს წარადგენს. მისი განმარტებით, ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, 4-წლიანი განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას მოიცავს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი პუნქტისგან და მასში მთლიანად ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილის აწუხებსს. ბიუჯეტში, რომელიც დღეს არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში, არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა ცვლილებების შეტანის, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობის შემადგენლობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული, მიტომ ვერ შევიტანდით მასში ჩვენს ხედვებსა და გეგმებს. მინდა, ვთხოვო ვიცე-მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით - გამოვითხოვოთ წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს 2018 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი”, - განაცხადა კალაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^