Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტრი მედია ინტელიჯენსი: ბოლო ერთ წელში „პირველი არხის“ რეიტინგი 2.5%-დან 2%-მდე შემცირდა

20 ნოემბერი, 2017 17:41

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“ სატელევიზიო რეიტინგები გაავრცელა, რომელიც შპს „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზომა. სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიის მიხედვით, ამ პერიოდში „პირველი არხის“  რეიტინგი 2.5%-დან 2%-მდე შემცირდა.

„ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად შემცირდა სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) 9.37%-ით მოიკლო.

„ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით.“ - წერს „ტრი მედია ინტელიჯენსი“.

კვლევის მიხედვით, ქართული არხების აუდიტორიის წილი 2017 წლის ოქტომბერში ბაზარზე შემცირებულია და შეადგენს 65.5%-ს. მაშინ, როცა 2016 წლის ოქტომბერში 75%-ს შეადგენდა. „ამავე პერიოდში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს.“

2017 წლის ოქტომბერს 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 10 ქართულ არხს, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მაყურებელი 21.16%-ით შეუმცირდა. განახლებული რეიტინგი კი ასეთია:

1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.

შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიატია, საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან შემოვიდა და სატელევიზიო აუდიტორიას იკვლევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^