ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს საბა უგრეხელიძეს თავს დაესხნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
„შაგუს (პერსონაჟი „ჩემი ცოლის დაქალებში“) ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა. მარტო მათგან არ მომისმენია, ზოგადად ქუჩაში ისმის, იმდენად აქტუალურია შაგუ და „ჩემი ცოლის დაქალები“. ჩვეულებრივ მომენტად ჩავთვალე. შემდეგ მოვიდნენ უფრო ახლო გასაუბრებაში და დაიძაბა სიტუაცია. თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა მუცლის არეში, გადავრჩი, კიდევ კარგი ფილტვი არ დამიზიანდა“, - განუცხადა საბა უგრეხელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.