„ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე’’ - განაცხადა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ
„არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მით უმეტეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან, ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს გიგა ბოკერია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.