სპეცოპერაციის ადგილიდან გარდაცვლილი ადამიანის კადრები ვრცელდება. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულის ვინაობა.
კადრებს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს
„ლიბერალის“ კორესპონდენტის თქმით, სპეცოპერაციის ადგილიდან სპეცრაზმის ნაწილი ტოვებს ტერიტორიას. მისივე თქმით, ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა ტერიტორიაზე.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილი სასწრაფო დახმარების სამმა მანქანამ დატოვა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ მედიას ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, დაღპული 41 წლის იყო.
„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლის მომენტში იყო კრიტიკული, უკიდურესად მძიმე. გამოხატლი იყო ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სისხლჩაქცევები, ქალას ფუძის მოტეხილობა, ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ექიმმა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა.