სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო გიორგობიანის თქმით, კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დასრულებულია. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა. გარდაცვლილია სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია ორი. სუსი ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს რადენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
„არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირევბა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშული პირების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირის დადგენის მიზნით“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, გამოძიების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.