Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორპუსის მცხოვრები სპეცოპერაციის ღამეს აღწერს

22 ნოემბერი, 2017 21:03

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე,  დასრულებულია.

„ლიბერალი“  კორპუსის ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა. რესპონდენტი იმ კორპუსის პირველ სადარბაზოში ცხოვრობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.   მისი თქმით, ის სახლში გუშინ საღამოს 9 საათზე დაბრუნდა და  კორპუსის მიმდებარედ, ავტოფარეხებთან სპეცრაზმელები შენიშნა, თუმცა არავისთვის უკითხავს მათი იქ ყოფნის მიზეზი. საღამოს 10:30-ზე სახლში დაბრუნებულ მეუღლეს კი სპეცრაზმელებმა ავტომანქანა ფარეხში არ შეაყვანინეს, თუმცა მიზეზი არც მეუღლისთვის განუმარტავთ.

მისივე თქმით, დილის 5 საათამდე არაფერი გაუგიათ. 5-ზე კი ინტენსიური სროლის ხმამ გააღვიძათ. როგორც ამბობს, მესამე სადარბაზოს მცხოვრებლები კორპუსიდან ღამის 3 საათზე გაიყვანეს, მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ტერორისტებთან მოლაპარაკებების ეტაპი წარუმატებლად დამთავრდა.

ის ამბობს, რომ კორპუსის დატოვება პირველი სადარბაზოს მცხოვრებლებმა დღეს, დღის 10 საათზე გადაწყვიტეს, თუმცა კორპუსიდან გასვლის უფლება სპეცრაზმელებმა არ მისცეს. მოგვიანებით კი 12 საათზე კორპუსიდან მათი გამოსვლა თავადვე უზრუნველყვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დასრულებულია. უწყების განცხადებით, ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  რამდენიმე საათის განმავლობაში სუსის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. „ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით. „ - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^