თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში პროგრამა „ევროპული კინოს ფორუმზე“ მაყურებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოსული 19 ევროპული ფილმის ნახვას შეძლებს:
„თვინიერი“ (A Gentle Creature, რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა; საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ნიდერლანდები 2017).
ქალი რუსეთის სოფლის განაპირას მარტო ცხოვრობს. ერთ დღეს იღებს ამანათს, რომელიც მან თავის დაპატიმრებულ ქმარს გაუგზავნა, წარწერით: „დაუბრუნდეს გამგზავნს". შეშინებულ და დაბნეულ ქალს სხვა გზა არ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში, ქვეყნის შორეულ რეგიონში და გაიგოს, რა მოხდა. ასე იწყება აუღებელი ციხესიმაგრის - ციხის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია.
ფილმი წლევანდელი კანის ფესტივალის მთავარ პრიზზე - „ოქროს პალმის რტოზე“ იყო წარდგენილი.
„შენი სახელი დამიძახე“ (Call Me By Your Name, რეჟისორი: ლუკა გუადანინო; იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია, აშშ, 2017).
1983 წლის ზაფხულია. 17 წლის, ნაადრევად მომწიფებული ელიო პერლმანი ოჯახთან ერთად თავის მე-17 საუკუნის ვილაში ისვენებს ლომბარდიაში (იტალია). მალე ის გაიცნობს სიმპათიურ დოქტორანტს, რომელიც ელის მამასთან მუშაობს. ელიო და ოლივერი ერთმანეთის მიმართ მძაფრ ლტოლვას გრძნობენ. ეს კი, სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.
კინოკრიტიკოსები ფილმს ოსკარის მთავარ ჯილდოსაც უწინასწარმეტყველებენ.
„ჰეფი ენდი“ (Happy End, რეჟისორი: მიჰაელ ჰანეკე; საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია 2017).
ანამ საოჯახო ბიზნესი ავადმყოფი მამისგან, ჟორჟისგან მემკვიდრეობით გადაიბარა. ფილმში პერსონაჟები არიან ანას საქმრო, თავისი უსაქმური ვაჟი, ძმა, რომელსაც წინა ქორწინებიდან 12 წლის ქალიშვილის რჩენა უწევს და რამდენიმე მაროკოელი მსახური.
„ჰეფი ენდი“ რეჟისორ მიჰაელ ჰანეკეს ბოლო ფილმია, რომელიც კანის, მიუნხენისა და სიდნეის ფესტივალებზე იყო ნომინირებული.
„ნაკვალევი“ (Spoor, რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდი; პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი, სლოვაკეთი, 2017)
ცნობილი პოლონელი რეჟისორის, აგნიეშკა ჰოლანდის ახალი ფილმი, რომელიც წლევანდელ ბერლინალეზე „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა.
„იმედის მეორე მხარე“ (The Other Side of Hope, რეჟისორი: აკი კაურისმაკი; ფინეთი, გერმანია 2017)
ხალედი, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული სირიიდან გაიქცა, ჰელსინკის პორტში ნახშირის კონტეინერში გამომწყვდეული ჩადის და თავშესაფარს ფინეთში ეძებს. ქუჩაში ის ხვდება ყოფილ პერანგების გამყიდველ ვიკსტრიომს, რომელმაც ალკოჰოლიკი ცოლი მიატოვა და ახალ ცხოვრებას იწყებს. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც ამ უჩვეულო და ხშირად სირთულეებით აღსავსე ახალ სამყაროში ხვდებათ.
ფილმი წლევანდელ ბერლინალეზე საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა.
ევროპული კინოს ფორუმზე ასევე ნახავთ:
„ჰანა“ ("Hannah", რეჟისორი: ანდრეა პალაორო; იტალია, საფრანგეთი, ბელგია, 2017);
„ჩამბრა“ (A Ciambra, რეჟისორი: იონას კარპინიანო; იტალია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, 2017);
„არითმია“ (Arrhythmia, რეჟისორი: ბორის ხლებნიკოვი; რუსეთი, ფინეთი, გერმანია, 2017);
„განდევნილები“ (Exiled, რეჟისორი: დავის სიმანისი; ლატვია 2016);
„ყინვა“ ("Frost", რეჟისორი: შარუნას ბარტასი; ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, 2017);
„დიდება“ (Glory, რეჟისორები: პეტარ ვალჩანოვი და კრისტინა გროზევა; ბულგარეთი, საბერძნეთი, 2016);
„ცეცხლის ალში“ (Inflame, რეჟისორი: ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკი;თურქეთი, 2017);
„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" (Let the Summer Never Come Again რეჟისორი: ალექსანდრე კობერიძე; გერმანია, საქართველო, 2017);
„ბროწეულის ბაღი“ (Pomegranate orchard, რეჟისორი: ილგარ ნაჯაფის; აზერბაიჯანი, 2017);
„რექვიემი მისის ჯეისთვის" (Requiem for Mrs. J. რეჟისორი: ბოიან ვულეტიჩის; სერბეთი 2017);
„სარაევოს სევდიანი სიმღერები" (Sarajevo Songs Of Woe, რეჟისორი: ფრედ კელემენი; ბოსნია-ჰერცეგოვინა, გერმანია 2016);
„პირველი, უკანასკნელი“ (The First, the Last, რეჟისორი: ბული ლანერსი; საფრანგეთი, ბელგია 2016);
„ზამთრის ძმები“ ("Winter Brothers", რეჟისორი: ჰლინურ პალმასონი; დანია, ისლანდია 2017);
„ევა“ (Yeva", რეჟისორი: ანაჰიდ აბადი; სომხეთი, ირანი 2017).