Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღლონტი: ტურიზმის დეპარტამენტისგან „ლეოგრანდს“ არ მიუღია სარეკომენდაციო ხარისხის ნიშანი

25 ნოემბერი, 2017 5:12

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა ტელეკომპნია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 2017 წელს სასტუმრო „ლეოგრანდს“ არ მიუღია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგან სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, მიზეზი არასრული დოკუმენტაცია, მათ შორის სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებიც იყო.

„ჩვენთან ხარისხის ნიშნის მინიჭება არის სარეკომენდაციო ხასიათის. ჩვენ 2017 წელს გავამკაცრეთ მოთხოვნები და როცა დაიწყო დოკუმენტაციების შევსება, ყველა იმ სასტუმრომ, რომელმაც წარმოადგინა დოკუმენტაცია და გამოთქვა სურვილი, რომ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი მიეღო, „ლეოგრანდს“ არ ჰქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ერთ-ერთი არაკმარი დოკუმენტაცია იყო ზუსტად სახანძრო სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ღლონტმა

სულხან ღლონტის განცხადებით, ტურიზმის დეპარტამენტს არავითარი საკანონმდებლო უფლება არ აქვს, რომელიმე სასტუმროს მისცეს ფუნქციონირების უფლება, ან აუკრძალოს. 

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. 

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოები წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს ნორმა სასჯელის ზომად  ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^