Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ კლიენტი ღამით განვითარებულ მოვლენებს აღწერს

25 ნოემბერი, 2017 15:24

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ კახა მიქიაშვილი ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როდესაც ხანძარი გაჩნდა ის სასტუმროს მე-7 სართულზე ვახშმობდა.

„19:50 საათი იყო, ჩაქრა შუქი, დავინახეთ კვამლი და თანამშრომელმა დაიყვირა ხანძარიაო. ძალიან მობილიზებულად, წყნარად გამოვედით ტერასაზე. ეს მასშტაბი ვერ წარმოვიდგინეთ. ისეთი დაკვამლიანება იყო, რომ შენობაში ვეღარ შევაღწიეთ, რომ გამოვსულიყავით კიბეებით“, - ამბობს მიქიაშვილი 

მიქიაშვილის თქმით, ძლიერი დაკვამლიანების გამო თითქმის 2 საათის განმავლობაში მეხანძრეები ვერ მიუახლოვდნენ. 

„ამ დროს ვინც მოახერხა და გააღო ფანჯრები, ნომრებიდან ითხოვდენ შველას, ვერაფერს ვაკეთებდით...

ვეცადეთ, რომ რესტორნის მინები ჩაგვეტეხა, მაგრამ ვერ შევძელით, უკვე 10-ს აკლდა წუთები, რომ ამწე მოვიდა, მეხანძრეებმა ამოაღწიეს და გაგვიყვანეს. დაახლოებით 5 ნომრიდან ითხოვდენ შველას სხვადასხვა ნომრიდან. საშინელი კვამლი გამოდიოდა და ამის ფონზე ვხედავდით, რომ თეთრ ზეწრებს იქნევდნენ გვიშველეთო. ჩვენ აქედან ვამხნევებდით და ვამშვიდებდით. ვინც ფანჯრებამდე ვერ მოაღწია, შიგნით რა მოხდა არ ვიცი“, - იხსენებს მიქიაშვილი 

მისი თქმით, ცეცხლი დაბალ სართულზე გაჩნდა, ხოლო ზემოთ ძლიერი დაკვამლიანება იყო.

„როგორც ვიცი, დამწვრობით არავინ გარდაცვლილა, დიდი ალბათობით ხალხი გაიგუდა. ერთი ადამიანი გამოიყვანეს ნომრიდან ჩვენთან და გულის შეტევით, მგონი, გარდაიცვალა“, - აცხადებს მიქიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში

„არ ვიცი იყო თუ არა სახანძრო კიბე, მაგრამ რომ ყოფილიყო, აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ოთახში ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც კართანაც ვერ მიდის, ის კიბესაც ვერ დაინახავდა. ფაქტია, რომ იყო საშინელი შავი კვამლი, წრმოუდგენელი სუნი, ვერ ვაღწევდით შენობაში“, - ამბობს მიქიაშვილი 

შსს-ის ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა - 21. დაღუპულთაგან 10 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა გუშინ განაცხადა, რომ 2017 წელს სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ვერ მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, მიზეზი არასრული დოკუმენტაცია, მათ შორის სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოები წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს ნორმა სასჯელის ზომად  ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^