Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაშინგტონს ეწვივნენ

26 ნოემბერი, 2017 12:29

განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში დაიწყო. დელეგაციის წევრები 24 ნოემბერს კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს ეწვივნენ.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოდან აშშ-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

სასულიერო პირთა დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. „ვიზიტის ფარგლებში, 28 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იქნება: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და სხვა.

დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს კონგრესმენებთან.“ - ნათქვამია CDD-ის მედიარელიზში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^