სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ეწვია. ამ ვიზიტის გამო, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზით, დე-ფაქტო რესპუბლიკა საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 26-27 ნოემბერს ჩაკეტავს.
რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ რეგიონში მის კოლეგას, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტ ბიბილოვს შეხვდება. დაგეგმილია ე.წ. ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებაც. ე.წ. საზღვარი, ვიზიტის დასრულების შემდეგ, 27 ნოემბერს 21:00 საათზე გაიხსნება.