Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭუბერში მოსახლეობამ „ნენსკრაჰესის" სამუშაოებთან მისასვლელი გზა გადაკეტა

27 ნოემბერი, 2017 14:07

ჭუბერში მოსახლეობამ „ნენსკრაჰესის" სამუშაოებთან მისასვლელი გზა გადაკეტა.

ისინი კომპანიისგან სადენებისა და ხიდის შეკეთებას მოითხოვენ. მათი თქმით, კომპანიის მხირდან იყო დაპირებები, რომ გააკეთებდნენ გზას, ხიდსა და სადენებს, რაც დღემდე არ შესრულებულა. მათი თქმით, გზა მანამდე არ გაიხსნება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„მოთხოვნები იყო სადენებისა და ხიდის რეაბილიტაცია. სადენების გაუმართაობას ადამიანის სიცოცხლეც შეეწია, ცეცხლი წაეკიდა, აქრობდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ხალხი გაღიზიანებულია,  ქუჩაში გამოვიდა, გზა გადავკეტეთ. რაც შეეხება ხიდს, საზღვრისპირა სოფელია, საზღვარსა და სოფლის დამაკავშირებლები ხიდია გაფუჭებული, მეორე ხიდიც წაიღო წყალმა, დაახლოებით 10-15 კილომეტრის შემოვლა უწევს მესაზღვრეს, რომ სოფლამდე მივიდეს. გზა კიდევ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ყველა აქციაზე, მოთხოვნა და დაპირებები რაც იყო, არ შესრულებილა, ყელში აქვს ამოსული ხალხს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ადგილობრივი მოსახლე რატი დევდარიანი.

მისი თქმით აქცია გრძელდება,  ხალხმაც მოიმატა და დაშლას არ აპირებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^