Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: გუდიაშვილის მოედნის აღდგენისთვის 20 მილიონი დაიხარჯება

27 ნოემბერი, 2017 15:32

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წელს თბილისის 60 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და მეტროს ოთხი შემადგენლობისთვის იქნება გამოყოფილი. ამის შესახებ ინფროამციას „პირველი არხი" ავრცელებს.

მისი თქმით, 20 მილიონი გუდიაშვილის მოედნის,16 მილიონი კი ორბელიანის მოედნის აღდგენისთვის დაიხარჯება.

ირაკლი ხმალაძის თქმით, გაზრდილი თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.

„პირველ რიგში, ეს იქნება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. აგრეთვე ახალი შემადგენლობების დამატება. ანუ პრაქტიკულად ოთხი შემადგენლობით მეტი ივლის მეტროში. ორი დიდ ხაზზე და ორი პატარა ხაზზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოლოდინის დრო შევამციროთ სადგურებში და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი გავზარდოთ. უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 10-მდე სადგურს ჩაუტარდება სრული მოდერნიზება-რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები”, - განაცხადა ვიცე-მერმა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ასევე ისტორიული არეალების რეაბილიტაცია. ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

„ეს არის ის პროექტები, რომელიც ხელს უწყობს დედაქალაქში ტურიზმის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას უქმნის. ზრდის მათ ყოველთვიურ შემოსავალს და უძრავი ქონების ღირებულებას იმ არეალებში. ეს საკმაოდ დადებითი და პოზიტიური სიახლე იქნება 2018 წლის განმავლობაში. “, - აღნიშნავს ვიცე-მერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^