Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი იაკობი: ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი ამერიკაა

27 ნოემბერი, 2017 22:47

საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაშინგტონს ეწვივნენ. ვიზიტის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ამერიკის შეერთებული შტატები იცავს. მისი თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად  „მიაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს“, მაგრამ ეკლესია ყოველთვის დაიცავს საქართველოს ინტერესებს.

„ჩემი აზრია და ალბათ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩვენ გაგვიცნონ. ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმევა ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს. მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას.“ - თქვა იაკობმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^