Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაშკაშა „შავი პარასკევი“

28 ნოემბერი, 2017 12:37

სავაჭრო ცენტრები თუ ცალკეული მაღაზიები აქტიურად „შავ პარასკევზე“ (Black Friday) საქართველოში წელს პირველად ალაპარაკდნენ. 24 ნოემბრის დადგომამდე მათმა  ნაწილმა ფასდაკლებების შესახებ შეტყობინებები გამოგვიგზავნა, ნაწილმა კი სოციალური ქსელებით გვამცნო, რომ „შავი პარასკევი“ ქართველებისთვისაც დადგა.  მართალია, ჩვენთან არც ის აჟიოტაჟი იყო და არც - პროცენტები, რაც ევროპასა და, მით უმეტეს, აშშ-შია ხოლმე, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ სტარტია და შოპინგის მოყვარულთა ზეიმის - გრანდიოზული ფასდაკლების დღის აღნიშვნა საქართველოშიც დაიწყო.

სანამ „შავი პარასკევის“ ტრადიცია უფრო მასშტაბური, ფასდაკლებები კი მეტად მიმზიდველი გახდება, იმ გამორჩეულ დღეზე მოგიყვებით, რომელსაც მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ელოდება.

რა არის „შავი პარასკევი“

„შავი პარასკევი“ არც ისე სასიამოვნოდ იკითხება, თუმცა სინამდვილეში ის ბევრად კაშკაშა და ფერადია. „შავი პარასკევი“ გრანდიოზული ფასდაკლების დღეა, რომელიც ტრადიციულად ნოემბრის ბოლო პარასკევს, მადლიერების დღის შემდეგ იმართება ხოლმე. ამ დროს სასურველი  ნივთების ყველაზე მომგებიან ფასად შეძენაა შესაძლებელი, ამიტომ ეს დღე  ყველას უყვარს: მათაც, ვისაც საყიდლებზე სიარული იტაცებთ და მათაც, ვისაც უბრალოდ ეკონომიის გაკეთება სურთ. ამ დროს მაღაზიები თუ სავაჭრო ცენტრები, ონლაინ თუ რეალურ სივრცეში მომხმარებლებს ყველა პროდუქციაზე 30-90%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. მათ გულსაც იგებენ და თან მომდევნო წლის ახალი ასორტიმენტისთვის თაროებსაც ათავისუფლებენ. კარგადაც გამოსდით:  უამრავი  ფოტო და ვიდეო გექნებათ ნანახი, რომლებზეც მყიდველები მაღაზიებიდან ნივთებს დაკვირვების გარეშე, ელვის უსწრაფესად „იტაცებენ“. სწორედ ესაა „შავი პარასკევი“.

სახელწოდების ისტორია

„შავი პარასკევის“ დაბადების ადგილი დადასტურებულად ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა თავად ტერმინის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს შავი ფერი 1966 წელს, ფილადელფიის გზებზე არსებული გრანდიოზული საცობების გამო უწოდეს. სხვა ვერსიით კი, იგი სათავეს გაცილებით ადრეული პერიოდიდან - 1869 წლის 24 სექტემბრიდან იღებს. ამ დღეს აშშ-ში ოქროს ბირჟაზე კრიზისი მოხდა, რის გამოც მას „შავი პარასკევი“ ეწოდა. კიდევ ერთი შეხედულება საფინანსო წიგნებს უკავშირდება, რომლებშიც ზარალი წითელი ფერით, მოგება კი - შავით აღინიშნებოდა. მადლიერების დღის შემდგომი ფასდაკლებები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, მოგება  მაღალი იყო, ამიტომ წიგნებშიც შავი მელანი დომინირებდა.

ასეა თუ ისე, „შავი პარასკევი“ ახლა უკვე გრანდიოზულ ფასდაკლებასთან ასოცირდება. ის აშშ-ს ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და ევროპასა და აზიასაც ეწვია, თუმცა განსაკუთრებით მოუთმენლად მას კვლავაც ამ ქვეყანაში ელოდებიან: მიუხედავად იმისა, რომ „შავი პარასკევი“ ოფიციალური დღესასწაული არ არის, ბევრი მომხმარებელი შვებულებას იღებს, ზოგიც რიგს შუაღამის დადგომამდე იკავებს, ან საერთოდაც ღამეს ათენებს, რათა მაღაზიაში პირველი შევიდეს. ეს გასაკვირი არც არის: ბევრი სავაჭრო ობიექტი განსაკუთრებულ ფასდაკლებას სწორედ პირველ მომხმარებლებს სთავაზობს.

შავი პარასკევი” 2017

წლევანდელი „შავი პარასკევიც“ შედეგიანი აღმოჩნდა:

·         Adobe Digital Index-ის მონაცემებით, 23-24 ნოემბერს  ამერიკელებმა ონლაინშოპინგზე რეკორდული თანხა - 7,9 მილიარდი აშშ. დოლარი დახარჯეს, რაც 17,9%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

·         მარკეტინგული კომპანია Criteo-ის ცნობით, „შავ პარასკევს“ მოხმარებლებმა სასურველი ნივთების 40% მობილური ტელეფონებით შეიძინეს, გასულ წელს ეს მონაცემი 29% იყო.

·         „შავ პარასკევს“ ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კომპანიის აქციების ღირებულება 2%-ით გაიზარდა. მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებლებმა კი წლევანდელ ფასდაკლებაზე შარშანდელ მაჩვენებელს 18,4%-ით გადააჭარბა.

საყიდლებზე სიარული საქართველოშიც გვიყვარს, თუმცა ხელფასის აღების დრო მაინცდამაინც „შავ პარასკევს“ ყველას არ გვემთხვევა. სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხის გამოყენება სწორედ ასეთ დროსაა ეფექტური. როცა სასურველ ნივთზე კარგი ფასდაკლებაა. სჯობს არ გადადო, მაგალითად, მიმართო „სოლვას“  და თანხა სახლიდან გაუსვლელად მიიღო. მართალია, „შავი პარასკევი“ მომდევნო წლამდე აღარ იქნება, თუმცა წინ საშობაო ფასდაკლებები და კიდევ ბევრი შენაძენია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^