Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის მიმართ მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა

28 ნოემბერი, 2017 14:58

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად დაადგინა .

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

2013 წლის 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  14 დეკემბერს, ღამის საათებში, ციხის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. 

აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრესრელიზს აქვეყნებს: საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას. იგი საჩივარში მიუთითებდა, რომ ამ ზომების მიღმა ფარული მიზნები არსებობდა.

მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში ყოლა მის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, დაკავებიდან რამდენიმე თვეში მთავარი პროკურორის მიერ მის დასაკითხად საკნიდან მალულად ღამით გაყვანა მიზნად ისახავდა, მისი პატიმრობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას 2005 წელს სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლისთვის გამოეყენებინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დიდმა პალატამ დაადგინა:

ერთხმად, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5,1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ვანო მირაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოლასთან მიმართებაში.

ერთხმად, რომ არ დარღვეულა მუხლი 5,3 (წინასწარ პატიმრობაში მყოფის სასამართლოს გონივრულ ვადაში ჩატარება) თავდაპირველად მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან მიმართებით.

ერთხმად, რომ დაირღვა მუხლი 5,3 იმ ნაწილში, რომ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, მისი წინასწარი პატიმრობა საკმარისი საფუძვლის არსებობის გამო უნდა შეწყვეტილიყო.

9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, რომ დაირღვა მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვა) 5,1 მუხლთან ერთად.

სასამართლომ დაასკვნა, რომ მისი წინასწარ პატიმრობა მაინცდამაინც მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორების მიზნით არ განხორციელებულა. თუმცა, საკნიდან მისი მალული გაყვანისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ღამით დაკითხვა საკმაოდ დამაჯჯერებლად და, შესაბამისად, დამტკიცებლად მიიჩნია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვა განგრძობად მდგომარეობას გაუთანაბრდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ შეზღუდვის უმთავრესი მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუკი თავდაპირველად მიზანი დარღვევათა გონივრული ეჭვის საფუძველზე გამოძიება იყო, მოგვიანებით უმთავრესი მიზანი ჟვანიას სიკვდილისა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გახდა. ამდენად, იგი ემსახურებოდა ფარულ მიზანს, რომელიც კონვენციაში არ არის გათვალისწინებული.

ვანო მერაბიშვილის საქმე: 


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.
2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში,  ასევე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თანხის  მითვისება-გაფლანგვას. ასევე მერაბიშვილი დამნაშავედ 164 მუხლით, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს. 

2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე 2014 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ვანო მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მერაბიშვილს ამნისტიის შედეგად ვადა შეუმცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.    

2014 წლის 20 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი სასამართლომ სანდრო გვირგვლიანის სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით საქმეზე დამნაშავედ ცნო. რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

2016 წლის 22 სექტემბერს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ასევე, სასამართლომ 2017 წლის 3 მაისს აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^