რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ ემსახურებოდა პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას. ხოლო, რაც შეეხება მე-18 მუხლის დარღვევას, აქ 17 მოსამართლის ხმა გაიყო, გაიყო სერიოზულად და დაადგინა დარღვევა მხოლოდ 9 მოსამართლის მხარდაჭერით, 8 კი წინააღმდეგი იყო და განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.
ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შიდასამართლებრივ ცვლილებას, გარდა მერაბიშვილის მიმართ კომპენსაციის გადახდისა, ვერ იწვევს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად დაადგინა .
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
2013 წლის 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ციხის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).
17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. დღეს ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა.