პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ევა გოცირიძეს მოუსმინეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოლიკო შერმადინმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და იუსტიციის საბჭოს ყოფილ წევრს, ევა გოცირიძეს კითხვა დაუსვა ლევან მურუსიძის შესახებ, რატომ დაუჭირა მხარი მურუსიძეს, მაშინ, როცა ის აღნიშნავდა, რომ კითხვები ჰქონდა მასთან მიმართებაში: თქვენ იუსტიციის საბჭოში მუშაობის პერიოდში მხარი დაუჭირეთ ისეთი მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნას, რომელთა წარსული სამოსამართლეო საქმიანობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა ნდობა სასამართლოს მიმართ, თქვენ წერილობითაც დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ლევან მურუსიძის მიმართ, 2015 წელს, თქვენ თქვენი გადაწყვეტილების მოტივად დაასახელეთ მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა, ცხადია, კანონი ასეთ მხარდაჭერას არ ითვალისწინებს, და თქვენ დამოუკიდებელი წევრი ვალდებული იყავით, მხოლოდ კომპეტენტურობის და კეთილსინდიდიერების ფარგლებში შეგეფასებინათ კონკრეტული კანდიდატი. მე მაინტერესებს დღესაც ამ პოზიციაზე ხართ თუ არა და მიგაჩნიათ, თუ არა რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორია?
ევა გოცირიძის თქმით, მურუსიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო არაორდინალური და მისი საკითხი ამოვარდნილი იყო კონკრეტული კრიტერიუმებიდან, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ მან გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის საკეთილდღეოდ მიიღო.
„რაც შეეხება მუსუსიძის თემას, მე ამ თემაზე ბევრჯერ ვისაუბრე, ეს მართლაც იყო არაორდინალური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ღრმა რწმენით, მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი არის განუხრელად დასაცავი, თუკი რაიმემ დააზიანა სასამართლო წინა წლებში, ეს იყო მოსამართლეთა არა ერთი რეალური მცდელობა მოსამართლეების გაყრისა და ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად იცვლებოდა მოსამართლეთა კორპუსი და ეს ხდიდა მოსამართლეთა კორპუსს მეტისმეტად დამოკიდებულს ხელისუფლებაზე.
ბატონი მუსუსიძის თემა იყო განსაკუთრებული, ამოვარდნილი კონკრეტული კრიტერიუმებიდან და სტანდარტებიდან, მაგრამ იმ პერიოდში ჩვენ ვიხელმძღვანელეთ, მე პირადად, ვიხელმძღვანელე ჩემი რეპუტაციის საზიანოდ, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე სასამართლო კორპუსის, სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ.
ის იმ წუთას იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი და საშუალება, რითაც ჩვენ ავიცილეთ ძალიან ბევრი საფრთხე სასამართლო სისტემაში, ვინაიდან ძალიან ბევრი მოსამართლე სწორებას აკეთებდა მასზე, მურუსიძის სასამართლო ხელისუფლებიდან გაგდებით, ამაზე შეიძლებოდა ყველას მოეხდინა იდენტიფიცირება საკუთარ თავთან და თავიანთი უფლებამოსილების ბოლო წლები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო არაადეკვატურად. მე ვიმოქმედე როგორც სახელმწიფო მოხელემ“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ევა გოცირიძემ.