Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქე საპატრულო პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი"

28 ნოემბერი, 2017 21:18

29 ნოემბერს, 12:00 საათზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საპატრულო პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის  შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისში ნიკოლაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მიაყენა შეურაცხყოფა და დააკავა. იგი ავტომანქანაში  მეუღლესა და არასრუწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მათ მომთხოვეს საბუთები, როდესაც მე გადავეცი ავტომანქანისა და ჩემი საბუთები პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს აგრესიული საუბარი, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამემუქრნენ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ, მიპასუხეს, რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკებს ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც“ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინფორმაციით, აცხადებს გიორგი პერტაია.

ორგანიზაციის განცადებაში წერია, რომ 27 ნოემბერს პერტაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე გადაიყვანეს. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დაავალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

„პოლიციის თანამშრომელთა ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოითხოვს საქართველოს სსსკ მე-100 მუხლის თანახმად, ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^