„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა გუშინ შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც პარტიაში ამბობენ, 78 დღე გრძელდებოდა შიმშილობა, მაგრამ მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ. თან როგორც ამბობენ, ყინვის გამო, გაუსაძლისი იყო პარლამენტის შენობის წინ ყოფნა.
„პატრიოტთა ალიანსის" მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა. პარტიაში ამბობენ, რომ მათთან ამ ხნის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით.