განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სტუმრობენ.
ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშშ-ში იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები.
დელეგაცია ეწვია თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა კონგრესის ბიბლიოთეკაში მესხური მრავალჟამიერი შეასრულეს. მათ დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული არქივი, შეხვდნენ ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები აშშ-ის კონგრესმენებთანაც.