Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიაში 19 კომისია უქმდება

29 ნოემბერი, 2017 13:18

 კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიაში 19 კომისია უქმდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროკრატიის შემცირებისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მიიღო. 

„ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტიანობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უნდა გაუქმდეს. ზონალური საბჭოს ფუნქციები მერიის შესაბამის სამსახურებზე გადანაწილდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^