კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, წლების განმავლობაში მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციის გამო, ლგბტ თემს ბოდიში მოუხადა.
„ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ თანასწორობისთვის ბრძოლაში. კანადა საერთაშორისო მასშტაბით აიმაღლებს ხმას ლგბტქ საზოგადოების უფლებებისთვის...
ლგბტქ ადამიანებო, ახალგაზრდებო და ხანდაზმულებო, კანადასა და მის გარეთ, ჩვენ გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ.
ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებს, ტრანსგენდერ ადამიანებს ბოდიშს ვუხდით შევიწროებისთვის. კანადის მთავრობა, პარლამენტი და კანადელი ხალხი - არასწორად ვიქცეოდით, ვწუხვართ, ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - განაცხადა ტრუდომ
წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა ლგბტქ ადამიანების დევნასა და დისკრიმინაციზე
„წარმოიდგინეთ რომ ქვეყანას, რომლისთვისაც მზად ხართ, ყველაფერი გაიღოთ, არ სჭირდებით, არ გაღიარებთ და აღგიქვამთ, როგორც ნაკლულს ან საფრთხედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ საქმის გაკეთება, არა იმიტომ, რომ პატრიოტიზმის ნაკლებობა გაქვთ, ან თუნდაც მოტივაციის, არამედ მხოლოდ იმიტომ, თუ ვინ ხართ თქვენ და ვინ არიან თქვენი სექსუალური პარტნიორები”. წარმოიდგინეთ, რომ მუდმივად გიწევთ ბრძოლა იმ უფლებებისთვის, რომელზე წვდომაც სხვა თანამოქალაქეებს ჩვეულებრივ აქვთ, წარმოიდგინეთ, რომ კრიმინალიზებული ხართ მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ ხართ თქვენ. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სისტემურ დევნაზე, კრიმინალიზაციასა და ძალადობაზე, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი მოქალაქეების მიმართ. იმედი მაქვს, ამ უსამართლობაზე საუბრით და პირობის დადებით, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება, ჩვენ შევძლებთ ჭრილობების მოშუშებას” – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. [თარგმანი equality.ge]