Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მასტერკლასები ლიდერობის თემაზე“ - ჯეჯელავამ მართვის აკადემიაში კურსები განაახლა

29 ნოემბერი, 2017 14:20

განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მართვის აკადემიაში კურსები განაახლა - „ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერკლასები ლიდერობის თემაზე“. 

კურსის  ხანგრძლივობა იქნება 18 საათი  და ღირებულება ერთ მონაწილეზე 1 800 ლარს შეადგენს. 

კურსის აღწერაში ვკითხულობთ: 

ლიდერობის არსი და მიზანი: რატომაა აუცილებელი ლიდერობა თანამედროვე ორგანიზაციაში? რა შედეგი მოაქვს ლიდერობას ორგანიზაციისთვის? რა შედეგი მოაქვს ლიდერობას ლიდერისთვის?

ლიდერობა, ლიბერალური მენეჯმენტი, გუნდის ფორმირება (აყვანა, გაშვება, მენტორობა). სიმკაცრის და პრინციპულობის ადგილი ლიდერობის გარემოში. მზარდი ლიდერების აღმოჩენა და განვითარება, დაბალი შედეგიანობის თანამშრომლებთან მუშაობა. გუნდის წევრების განვითარება. უკუგების, დელეგირების, ნდობისა და აღიარების მნიშვნელობა განვითარებაში.

ლიდერობის კულტურა კონკურენტულ ორგანიზაციაში. შეჯიბრი, თუ გუნდური თამაში. 5 კორპორატიული კულტურა. “კურილკა” (ვირტუალური მოსაწევი და “საჭორაო” ოთახი), მისი გავლენა და მართვა. მაღალი შედეგიანობის კულტურა. გუნდის წევრების დამოკიდებულება საქმისა და ერთმანეთის მიმართ.

ფიგურალური ლიდერი. ლიდერი, როგორც პირადი და პროფესიული ცხოვრების მაგალითი. ლიდერის პიროვნება: სტერეოტიპები, რეპუტაცია და ფასეულობები. იმიჯის ჩამოყალიბება და განვითარება. მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობა.

ლიდერობა სხვადასხვა გარემოში. საქართველოს რეალობა. „სირცხვილისა და ღირსების” კულტურების თავისებურება. ლიდერობა კერძო და სახელმწიფო სექტორში.

ლიდერის ინსტრუმენტარი: კომუნიკაცია, ქოუჩინგი, უკუგება, დელეგირება, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, კულტურის ფორმირება, ზემდგომებთან და კოლეგებთან ურთიერთობა, განათლება და განვითარება, მუდმივი თვითშეფასება და თვითმოტივაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^