Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძემ დაპირება მოგვცა - აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერთან შეხვედრას ითხოვენ

29 ნოემბერი, 2017 15:01

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერს, კახი კალაძეს შეხვედრას კიდევ ერთხელ სთხოვენ. ორგანიზაციამ -" ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" მერს განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და სთხოვა, განახლდეს აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამა, რადგან ადგილების შეზღუდულობის გამო, ბავშვები მომლოდინეთა სიაში არიან და რეაბილიტაციის მომსახურებას ვერ იღებენ. 

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა მშობლებს განცხადებით დღეს უპასუხა და განუმარტა, რომ ეს პრობლემა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან, არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან ერთად უნდა მოგვარდეს: "შეზღუდული რესურსების გამო, თბილისის მერიას არ აქვს საშუალება, დააკმაყოფილოს ყველა ბავშვის ინტერესი", - წერია მერიის პასუხში.

ორგანიზაცია თბილისის მერს განმეორებით მიმართავს და სთხოვს, ის პირადად შეხვდეს მათ:

"ჩვენ განცხადებით მივმართეთ თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც წინასაარჩევნოდ დაპირება მოგვცა, რომ აუტიზმის პროგრამას გააუმჯობესებდა. თუმცა, პასუხი არ მიგვიღია მისგან. პასუხი მივიღეთ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსისგან, იმ ადამიანისგან, ვისაც არანაირი დაპირება არ მოუცია ჩვენთვის.


აქედან გამომდინარე, ეჭვი გვაქვს, რომ კახა კალაძეს არც უნახავს ჩვენი განცხადება და პასუხი პირდაპირ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გაგვცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ კახა კალაძემ ტყუილი დაპირება გასცა წინასაარჩევნოდ!


შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ საკრებულოდან უკან გამოითხოვა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, იმისათვის, რომ მოახდინოს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი დაპირებების განხორციელება. 


მივმართავთ კახა კალაძეს, რომ უახლოეს მომავალში, სანამ თბილისის ბიუჯეტის პროექტს დააბრუნებს საკრებულოში, მშობლებთან გამართოს სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილავთ არსებულ პრობლემას და შესაბამისად შევიტანთ ცვლილებებს ბიუჯეტში", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^