საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის შეფასებით, საქართველოს ე.წ. მცირე მთავრობის მოდელი უფრო შეეფერება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იყოს შედეგები კიდევ უფრო უკეთესი. არ ვიცი, რატომ ხდება ოპოზიციის მხრიდან უტრირება, თითქოს მთავრობის მხრიდან საუბარი იყო ხარჯთეფექტიანობის თვალსაზრისით ამ ცვლილებებში. მსგავსი არაფერი ყოფილა და ვფიქრობ, რომ მცდელობაა, ამ მიმართულებით წავიდეს მსჯელობა. დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება დასაწყისშივე არჩეული იმ გზის - სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.