Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოფხაძე ლგბტ თემზე: უნდა აიკრძალოს მათი პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია

30 ნოემბერი, 2017 14:36

„პატრიოტთა ალიანსმა“ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე წარადგინა გიორგი ფოფხაძე, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

გიორგი ფოფხაძემ გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის ყველა სხვა მოქალაქესთან ერთად დაიცავს ლგბტ თემის უფლებებსაც. თუმცა, მისი თქმით, თემის უფლებებზე „აჟიოტაჟია ატეხილი“ და ეს ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიზებული პროცესია. ფოფხაძის აზრით, ლგბტ თემის დევნა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ „მკაცრად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მათი პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია.“

„ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, არავის მივცემ უფლებას ამ ჯგუფით მანიპულირების, გამოყენების ან მათ მიმართ საზოგადოების აგრესიულად განწყობის მცდელობას. ყველას გასაგონად ვაცხადებ, ძალადობა და დისკრიმინაცია მიუღებელია. მაგრამ ამასთან ერთად დავამატებ, რომ კანონმდებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ გარკვეული სწორი რეგულაციები ამ საკითხთან მიმართებაში. რაც უნდა არეგულირებდეს მათი უსაფრთხოდ ცხოვრების და თავისუფლების საკითხებს. სექსუალური ორიენტაციის კუთხით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია. მაგრამ მკაცრად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მათი პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია. რადგან არ შეიძლება ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვის საბაბით ირღვეოდეს მეორე ჯგუფის ინტერესები და უფლებები. ნუ დაგავიწყედებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეების დიდი ნაწილის აზროვნება, ცხოვრების წესი ტრადიციულ ფასეულობებზე და ზნეობრივ თუ მორალურ პრინციპებზე არის დაფუძნებული.“ - განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ფოფხაძემ.

გიორგი ფოფხაძის თქმით, ქვეყანაში ლგბტ თემზე მეტად სხვა მოქალაქეების უფლებები უფრო მეტად ირღვევა და ყურადღება მათზე უნდა გამახვილდეს. „სხვა ჯგუფების მიმართ დარღვევები პროცენტულად უფრო მეტია ვიდრე ამ ჯგუფის ხალხის მიმართ. რატომღაც ამ დარღვევებზე ამხელა აჟიოტაჟი არაა ატეხილი და ეს მინდა ყველასთვის დასაფიქრებელი მაგალითი იყოს. იმის, რომ მე არ დავუშვებ რომელიმე თემის ხელოვნურ პოლიტიზებას და სხვა თემების უგულებელყოფას.“ - თქვა გიორგი ფოფხაძემ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^