Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი იაკობი მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტზე: ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ

01 დეკემბერი, 2017 11:18

„ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა. 

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი. როგორც მან განმარტა, შესაბამისი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია რა შედეგები მოყვება. ეს ჯგუფი არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“, -  განაცხადა ქორეპისკოპოსმა. 

„ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს, - ამის შესახებ კი ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფის საკითხზე შეხვედრა იქნება. ჩვენ ამ საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სამი მღვდელმთავრით არის წარმოდგენილი და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^