Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ფოფხაძეს ძალიან დამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა

01 დეკემბერი, 2017 18:09

საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მისცა ხმა და სახალხო დამცველის პოზიციაზე მხარს გიორგი ფოფხაძეს უჭერდა. თუმცა, იმის გამო, რომ ფოფხაძე „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა, ზურაბიშვილმა მას მხარი არ დაუჭირა.

„არ მივეცი ხმა ლომჯარიას (ნეონაცს არ მივცემ) წინააღმდეგი ხუთიდან ერთი ხმა ჩემია... და, სამწუხაროდ, ვერ მივეცი ხმა ფოფხაძეს („პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს არ მივცემდი... ამიტომ თავი შევიკავე ) თორემ ძალიან დამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა!“ - წერს საკუთარ Facebook-გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სახალხო დამცველის კანდიდატაც წარდგენილი გიორგი ფოფხაძე პარლამენტის სხდომაზე სიტყვით 30 ნოემბერს გამოვიდა. გამოსვლაში ფოფხაძემ ლგბტ თემზე განაცხადა, რომ „უნდა აიკრძალოს მათი პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია.“

„სექსუალური ორიენტაციის კუთხით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია. მაგრამ მკაცრად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მათი პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია. რადგან არ შეიძლება ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვის საბაბით ირღვეოდეს მეორე ჯგუფის ინტერესები და უფლებები. ნუ დაგავიწყედებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეების დიდი ნაწილის აზროვნება, ცხოვრების წესი ტრადიციულ ფასეულობებზე და ზნეობრივ თუ მორალურ პრინციპებზე არის დაფუძნებული.“ - თქვა გიორგი ფოფხაძემ.

30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. გიორგი ფოფხაძემ კი 20 ხმა მიიღო და 27 წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^