Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერთან შეხვედრის მოთხოვნით, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აქციას გამართავენ

02 დეკემბერი, 2017 14:01

4 დეკემბერს, მერიის წინ, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერთან, კახი კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

ორგანიზაციამ "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" კალაძეს განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და სთხოვა, განახლდეს აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამა, რადგან ადგილების შეზღუდულობის გამო, ბავშვები მომლოდინეთა სიაში არიან და რეაბილიტაციის მომსახურებას ვერ იღებენ. მშობლების განცხადებითვე, კალაძე მათ წინაასაარჩევნოდ დაპირდა, რომ პროგრამა გადაიხედებოდა.

თუმცა, თბილისის მერიიდან 29 ნოემბერს მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ მერიას არ აქვს რესურსი ყველა ბავშვი ჩართოს პროგრამაში და ამისთვის საჭიროა სხვა უწყებების ჩართულობა.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 25 სექტემბერს ქ.თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთ წინასაარჩევნო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავდა. 
კახა კალაძემ საკრებულოდან უკან გამოითხოვა 2018 წლის ბიუჯეტი, იმისათვის რომ მოახდინოს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი დაპირებების განხორციელება. 


სწორედ ამ მიზნით მივმართეთ მას განცხადებით, განახლებულ ბიუჯეტში გაითვალისწინებდა თუ არა იგი აუტიზმის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ქცეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდას, რადგანაც ამ პროგრამის მომლოდინეთა სიაში 105 ბავშვი იმყოფება და დღესაც ვერ იღებს დაფინანსებას. ასევე, უნდა მოხდეს იმ ბავშვების დაფინანსებაც, რომლებიც სამომავლოდ მიმართავენ მერიას. თუმცა მერისგან ამ კოკრეტულ კითხვაზე არ მიგვიღია პასუხი. 


2017 წლის 30 ნოემბერს ისევ მივმართეთ კახა კალაძე მორიგი განცხადებით, სადაც უკვე ვითხოვდით უშუალოდ მასთან შეხვედრას, რომ სწორედ მასთან განგვეხილა ზემოთაღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი, სანამ მოხდებოდა ბიუჯეტის საკრებულოში დაბრუნება.


2017 წლის 1 დეკემბერს დაგვიკავშირდნენ ქ.თბილისის მერიიდან და გვაცნობეს, რომ ამა წლის 8 დეკემბერს გაიმართება შეხვედრა აუტიზმის მქონე ბავშთა მშობლებსა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს შორის ერთ-ერთი დღის ცენტრის სივრცეში. ამის შემდეგ, ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაუკავშირდა მერიის ცხელ ხაზს, სადაც იკითხე მერთან შეხვედრის თაობაზე, რაზეც ოპერატორმა უპასუხა, რომ მერი ამ ეტაპზე არავის ხვდება.
8 დეკემბერს ჩვენ არ ვაპირებთ შეხვედრაზე წასვლას, რადგანაც წინასაარჩევნოდ დაპირება კახა კალაძემ მოგვცა და არა გელა ჩივიაშვილმა.


ორშაბათს 4 დეკემბერს თბილისის მერიის წინ ვმართავთ საპროტესტო აქციას და ვითხოვთ თბილისის მერთან შეხვედრას, რომ სწორედ მასთან ერთად განვიხილოდ წინასაარჩევნოდ მოცემული პირობის შესრულების საკითხი", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^