ხორავას ქუჩაზე გუშინ დაჭილი მეორე მოსწავლე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
პოლიციამ უკვე ამოიღო როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია