
ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გრდაცვლილი იყო.
შსს-ს განცხადებით, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელსდაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება“, - აცხადებენ შსს-ში.