Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” რატი იონათამაშვილს თხოვნით მიმართავს

04 დეკემბერი, 2017 15:18

„იქედან გამომდინარე, რომ 2017 წლის 24 მარტს ილიას უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე თქვენგან მივიღეთ პირობა, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდოდით ადგილობრივ თვითმმართველობებთან/მუნიციპალიტეტებში და დაგვეხმარებოდით რეგიონებში აუტიზმის პროგრამის განვითარებასა და დაფინანსების საკითხის ლობირებაში, მოგმართავთ თხოვნით, რომ ქ. ქუთაისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გავმართოთ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ქ. ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასა და ქუთაისში მცხოვრებ აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებთან ერთად,  რათა განვიხილოთ ქუთაისის მერიის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამის სრულად დაფინანსების საკითხი” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“  ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ქ. ქუთაისში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამის განმახორციელებელია  „სარეაბილიტაციო ცენტრი ნაიო“ და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“.

„2017 წლის 31 დეკემბერს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი (AშB)“ დაასრულებს ერთწლიან პროექტს და, შესაბამისად, მას ვეღარ მივიჩნევთ ქვეპროგრამის თანადამფინანსებლად ზემოთ აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ ქ. ქუთაისის მერიამ აიღოს პროგრამის დაფინანსების სრული პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ამას აკეთებს ქ.თბილისის, ქ.ზუგდიდის,  ქ.ბათუმის მერია და მუნიციპალური ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციაზე მომუშავე ყველა ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების სრული დაფინანსება.

როგორც მოგეხსენებათ, აუტიზმის მქონე ბავშთა დაფინანსების პროგრამა ყველაზე მეტად დედაქალაქშია განვითარებული და შესაბამისად ხდებოდა რეგიონებიდან ბავშვების თბილისში გადმოწერა აღნიშნული სერვისის მისაღებად. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში აუტიზმის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარება, რომ ისევ არ მოხდეს რეგიონებიდან ბავშვების  თბილისში გადმოწერა, რაც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს თბილისის ბიუჯეტს.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^