
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია ის კანონპროექტები, რომლებიც დაზვერვის სამსახურის სუს-თან მიერთებას ითვალისწინებდა.
„გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს. საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ შიდა მოლაპარაკებებისა და პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
„მიმდინარეობდა კონსულტაციები როგორც მთავრობის შიგნით, ისე პარლამენტთან და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოვითხოვოთ კანონები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. ეს ორი უწყება აღარ გაერთიანდება", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.