
კიევში დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინული პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ „რუსთავი 2" იუწყება. სააკაშვილის ბინასთან სპეცრაზმი დღეს დილით მივიდა და ჩხრეკა დაიწყო, თავად სააკაშვილი კი სახლის სახურავზე ავიდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მისი მომხრეებიც, სახლთან მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.