უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს. მას ედავებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რომელიც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს სახლში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკავებისას, კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახლთან სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.