
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის განცხადებით, მისი მეუღლის დაკავება, იყო უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თავდასხმა და პოლიტიკური დევნა. „როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე სანდა რულოვსი.