Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იულია ტიმოშენკო: ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს

05 დეკემბერი, 2017 14:50

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მის მიმართ პოლიტიკური ტერორია და მხარდაჭერა სჭირდება. „მის სახლში შეიჭრნენ და იქ არ უშვებდნენ ადვოკატებს, დეპუტატებს. აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ.“ - განაცხადა ტიმოშენკომ რადაში გამოსვლისას.  

იულია ტიმოშენკოს თქმით, მისი პარტია სააკაშვილს მხარს დაუჭერს. „ჩვენ აქ უნდა  ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე.“ - განაცხადა რადაში ტიმოშენკომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^