Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის იდენტიფიცირების გამო ქარტიას მიმართეს

05 დეკემბერი, 2017 17:21

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ნიკა გურინმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუთმა მედიასაშუალებამ ეთიკური პრინციპები დაარღვია, ვინაიდან 4 დეკემბერს მათ მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გაშუქებისას, ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს, დარღვეულია შემდეგ გადაცემებში - "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერი", "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება "მთავარი", "ობიექტივის" საინფორმაციო გამოშვება და გამოცემა "ქიზიყი".  გამოცემა "ქიზიყთან" დაკავშირებით განმცხადებელი მე-8 მუხლის გარდა მიიჩნევს, რომ დაირღვა პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპებიც.

განცხადების თანახმად, "რუსთავი 2-მა", "ობიექტივმა" და აჭარის ტელევიზიამ  ბრალდებული არასრულწლოვნის დაკავების კადრები გაუშვა ყოველგვარი სახის დაფარვის გარეშე და ნებისმიერ პირს შეეძლო მოეხდინა ბრალდებულის იდენტიფიცირება. "იმედმა" კი დაასახელა მისი სახელი და გვარი.  რაც შეეხება "ქიზიყს", განცხადების თანახმად, მან გამოაქვეყნა ხორავას ქუჩაში მომხდარ მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის ფოტო წარწერით "გაიცანით, სადისტი ბავშვი!!! ჯერ ლევან დადუნაშვილი მოკლა ადგილზე ხოლო შემდეგ დავით სარალიძე დაჭრა და 12 ჭრილობა მიაყენა" 

"ჟურნალისტმა აღნიშნული პიროვნების ანონიმურობის დარღვევისას საფრთხე შეუქმნა, როგორც ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების უსაფრთხოებას", - მიიჩნევს განმცხადებელი და იქვე უთითებს, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვთა საკთხების გაშუქების აღიარებული სტანდარტები.

იმის გამო, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ქარტიის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს განცხადებას. - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^