Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

05 დეკემბერი, 2017 21:37

დღეს, 5 დეკემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა.

ა.  საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; -  გაიმარჯვა  „ლიბერალის"  ჟურნალისტების სალომე გორგოძის და თათია ხალიანის სტატიამ - „გოგონების რთული გზა უმაღლესი განათლებისკენ" 
ბ. საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;  - ნათია ორველაშვილი, ტელეკომპანია „იმედი"
გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; -ნინო აბდალაძე,ნანუკა ბრეგაძე Ifact.ge 
დ. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; ცქრიალა შერმადინი, სტუდია „მონიტორი"
ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;  ბექა ყორშია, „ინდიგო“
ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო - დინა ოგანოვა, პროექტი - გოგო დაიბადა
ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი - ნინო გოგუა, OC-Medoa 

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^