Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო უწყებებს ელფოსტით საქმიანი მიმოწერის გაცემის ვალდებულება დაეკისრათ

06 დეკემბერი, 2017 17:57

დღეიდან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საჯარო უწყებებიდან ელექტრონული ფოსტით წარმოებული საქმიანი მიმოწერა გამოითხოვონ, როგორც საჯარო ინფორმაცია. ამას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს.

2014 წელს ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა იუსტიციის სამინისტროს უჩივლა, რადგან უწყებამ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით  ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერის IDFI-სთვის მიწოდებაზე უარი თქვა. სამინისტროში ინსტიტუტს განუცხადეს, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის. სწორედ ეს განცხადება გაასაჩივრა ინსტიტუტმა. თუმცა პირველი და მეორე ინსტანციაც იუსტიციის სამინისტროს პოზიციას დაეთანხმა. სამი წლის შემდეგ კი IDFI-მ დავა უზენაეს სასამართლოში მოიგო. 

„როგორც სასამართლო, ასევე, საჯარო დაწესებულებები ამბობდნენ, რომ მინისტრების ან უბრალოდ საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მეილით გაგზავნილი ოფიციალური მიმოწერა არ არის ოფიციალური დოკუმენტი და ამას ვერც დაინტერესებული მხარე, ვერც მედია და ვერც ნებისმიერი პირი ოფიციალურად ვერ მოითხოვს. გამოდის,, რომ ეს ინფორმაცია არც საჯაროა და არც ინახება. ხაზი მინდა გავუსვა, აქ საუბარი არ არის პირად მიმოწერაზე“,- ამის შესახებ „ლიბერალს“ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში დიდი ხნის დანერგილია ეს სტანდარტი, რადგან საქმისწარმოება ყველგან ელექტრონულად მიმდინარეობს. ჩვენთან კი ოფიციალური დოკუმენტბრუნვა და წარმოება დღემდე იმ კანომდებლობით რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროსაა მიღებული. ავალიშვილი განმარტავს, რომ ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდება და ის ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხების დარეგულირებას დიდი დრო დასჭირდება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის გამოთხოვა უკვე შეუძლიათ. 

ლევან ავალიშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისა და გამჭვირვალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

„ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრს ნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისთვის. აქამდე ასეთი სტანდარტი არ არსებობდა. ღიაობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეიდან უკვე ნებისმიერ პირს შეეძლება, მოითხოვოს ელექტორნულ ფოსტაზე არსებული ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ინახება და რომელიც დაკავშირებულია საჯარო ადმინისტრირებასა და სამსახურებრივ უფლებამოსილებასთან. მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ უნდა შეცვალოს ინფორმაციის ადმინისტრირების წესები, იმიტომ, რომ დღემდე მეილებით არსებული ოფიციალური მიმოწერა არ აღრიცხებოდა, არ ინახებოდა და ამის დამუშავების, დაარქივებისა და შენახვის წესები არ იყო განსაზღვრული. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდება სტანდარტი, რომელიც საჯარო დაწესებულებებს დაავალდებულებს, არამხოლოდ არაწმოონ მიმოწერა მეილის საშუალებით, არამედ ოფიციალური დოკუმენტები შეინახონ, აღრიცხონ და მოთხოვნის შემთხვევაში გასცენ“, - აღნიშნავს ავალიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^