Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია GWP-ს თანამშრომლები სამხარაულში ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ

07 დეკემბერი, 2017 11:53

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დათო სუბელიანი „ლიბერალთან“ ჰყვება, თუ როგორ გადაიყვანეს კომპანია GWP-ს თანამშრომლები სამხარაულში ნარკოტესტირებაზე. აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებმაც დაუდასტურეს „ლიბერალს“. 

სუბელიანის თქმით, მათ დაუკავშირდნენ დილის 5 საათზე და შეატყობინეს, რომ კომპანია GWP თანამშრომლებს იბარებს სამხარაულში ნარკოტესტირებაზე. მისი თქმით, მანამდე,  რამდენიმე დღით ადრე ინციდენტი მოხდა, ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა მარიხუანის მოხმარება. 

„შემოგვივიდა შეტყობინება დილის 5 საათზე GWP-ს ერთ-ერთი თანამშრომლისგან, რომ ხალხს იბარებენ და გადაჰყავთ სამხარაულში ნარკოტესტირებაზე. რადგან რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა, ერთ-ერთ თანამშრომელს ამოუვარდა მარიხუანას მოხმარება და ის ადამიანი ჩიოდა, რომ უსამართლობა იყო, რადგან შესაძლოა,  ერთი თვის წინ მარიხუანის მოწევის გამო დაეკარგა მას ეს სამსახური“, - განაცხადა სუბელიანმა. 

მისი თქმით, ის ელაპარაკა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურს. მათ სუბელიანს განუცხადეს, რომ მათი გადაყვანა ემსახურება პრევენციას, რათა დაცული იყოს უსაფრთხოება, მათი სამსახურიდან გამომდინარე. სუბელიანი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების დაცვა სხვაგვარად არის შესაძლებელი და ეს არის მასობრივი დაშინების გზა. 

„მას შემდეგ, რაც მათ ველაპარაკე, გამოვიდა კომპანიის უსაფრთხოების სამსახური. მათ მთხოვეს, რომ გამომერთო ვიდეო, გამომერთო ლაივი. მათთან ნახევარსაათიანი შეხვედრისას ისინი მარწმუნებდნენ, რომ ეს არ არის ხალხის ჩაგვრა; ეს არის პრევენციისთვის, რათა რაიმე საფრთხე არ დადგეს, რადგან ეს ადამიანები ღრმად ჩადიან შახტში და შეიძლება იყვნენ  ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ეს იქნება რისკთან დაკავშირებული და კომპანიისთვისაც რისკს უკავშირდება.  ისინი ამას ხსნიან უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ოღონდ მე ეჭვი მეპარება. დღეს ასე მასობრივად გადაიყვანეს, ხვალ რას იზამენ, არავინ იცის.

შევთავაზე, რომ ექსპერტებთან ეთანამშრომლათ და უსაფრთხოება, რაც მათ ადგილზე აქვთ დასაცავი, სხვაგვარად შეიძლება და არა ასე, მასობრივი დაშინების გზით. მათ შეიძლება ლუკმა-პური დაკარგონ, რადგან  შეიძლება, ამოვარდეს მცირე ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. ეს  არის უმსგავსო საქციელი კომპანიისგან“, - განაცხადა სუბელიანმა. 

GWP-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ნატროშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ აღინიშნა შემთხვევა, როცა სამუშაო ადგილზე მუშები იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ორგანიზაციაში გადაწყდა, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით მათ გაევლოთ ექსპერტიზა, თუმცა ეს არ ნიშნავს კომპანიის თანამშრომლების მასობრივ შემოწმებას. 

„რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვავა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა სამუშაოს შესრულების დროს. მათ შორის დაფიქსირდა სამუშაო ადგილზე მოწევის ფაქტიც, სამუშაოს შესრულების დროს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა ჩვენი თანამშრომლების მიმართ, მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია საკმაოდ სპეციფიკურ საქმიანობას ეწევა, სადაც გათვალისიწნებულია შრომითი უსაფრთხოების მაღალი ნორმები, რაც უაღრესად მნიშვნელოვბანია როგორც მომხმარებელთა მიმართებით, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ. სწორედ ამ კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ ვალდებულად თავი, რომ გამოვეხმაუროთ ამ ფაქტს და დავიცვათ ამ ადამიანების შრომითი უსაფრთხოება.მასიურ შემოწმებას ადგილი არ ჰქონია, ორგანიზაცია  კონკრეტულ ფაქტს გამოეხმაურა“,- განაცხადა სოფო ნატროშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^