„10 დეკემბერს, 17:00 საათზე ვარდების მოედანზე, ყველა ვუერთდებით „თეთრ ხმაურს", თუ გნებავთ მწვანეს", - „პარტიზანული მებაღეობა" უერთდება 10 დეკემბრის აქციას - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით.
„ხმაური გამარჯვებისთვის!", - 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ვარდების მოედანზე აქციას მართავს.
10 დეკემბრის აქციას უერთდებიან ჰიპ-ჰოპ არტისტებიც: Erekle Deisadze, KayaKata, Terika, Nick Green, Ras Green, Jeronimo, Kazzy Jazz, R Dasavleli Gunava, DJ Grotask, SABANADZE, HIKARI, DRO, DZVALI, Zaza Nozadze - Sf-x, Master, Kay G;
„1 წელი აქციიდან - „გაბედე დეკრიმინალიზაცია",
6 თვე ბირჟა მაფიის მხარდასაჭერი აქციიდან,
ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკას უამრავი მსხვერპლი ჰყავს!
კანონპროექტი პარლამენტშია!
დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!
ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს,
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.
აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.
სახელმწიფო ვალშია ჩვენთან! კანონპროექტის უცვლელად მიღება არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.
გავიდეთ გარეთ!
დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.
ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!", - აცხადებენ მოძრაობის წევრები.