Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობისთვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

11 დეკემბერი, 2017 16:51

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.

ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრი?

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა  ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: „ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”1.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კახა ბექაური საქართველოს მედიასივრცისთვის კარგად არის ცნობილი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყეელის, ტელეკომპანია „მზის“, „მაესტროს“ წამყვან თანამდებობებზე. კახა ბექაური იყო ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია „მეცხრე არხის”  დირექტორი.  მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ ბექაური 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა, ხოლო 2017 წელს იმავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა საქართველოში  და შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, მას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, შრომის ანაზღაურების სახით  700 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.

„მარეგულირებელ კომისიის წევრად მუშაობის პერიოდში კახა ბექაურის სახელთან არის დაკავშირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში „რეკლამის“ რეგულაციასთან დაკავშირებით ინიცირებული სადავო ცვლილებების აქტიური ლობირება. აღნიშნული საკანომდებლო წინადადება, მართალია  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ თავად დრო და ფორმა, ექსპერტების შეფასებით, ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური ტელევიზიის „რუსთავი 2-ისთვის”ფინანსური პრობლემების შექმნას და არა კანონმდებლობის ჰარმონიზაციას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა ბექაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 1986-1992 წლებში სწავლობდა. თსუ-ს მიერ გაცემული დიპლომის მიხედვით, მან დაამთავრა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, გამოყენებითი მათემატიკის, სპეც. ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით და მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია.

„თსუ-ს მიერ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი  მართალია უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბექაურს მედია საშუალებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კანონი შესაბამის სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, კონკრეტულ განათლებასაც ითხოვს, რაც ბექაურს, არსებული ინფორმაციით, არ გააჩნია.

„შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ კახა ბექაური ვერ აკმაყოფილებს კომისიის წევრობისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმს. ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^