„ტფილისის ჰამქრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ძეგლს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არქეოლოგიური ძეგლი, სავარაუდოდ, მე-17-18 საუკუნის აბანოა.
„მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს გამოჩენილ საინტერესო არქეოლოგიურ ძეგლს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო. იმის გათვალისწინებით რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი, სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩარევას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ლიბერალი“ ცდილობსი დაუკავშირდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.