მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ, მათი თქმით, სააკაშვილი კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი დაიწყო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორისისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველითაა დაკავებული, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.